ქვეყანა არ მომდის თავში, ვისაც კოსმოსური სააგენტო არ აქვს. კოსმოსური სააგენტო განა ის არის, რომ სატელიტი უნდა გააფრინო აუცილებლად. თუმცა, აზერბაიჯანმა გააკეთა. ამ სატელიტს ალოკაცია სჭირდება და დღეს საქართველოს ადგილი არ აქვს კოსმოსში, რადგან არ გვაქვს ეს სააგენტო, რომელიც უნდა გაწევრიანდეს. ჩვენ ყველას დავასწრებთ პოსტაბჭოთა სივრცეში კოსმოსური სააგენტოს ევროპის კოსმოსურ სააგენტოში გასაწევრიანებლად, ამის გარანტორი მე ვარ.
მე ვმუშაობდი იქ და ვიცი, სისტემა როგორც მუშაობს...