ჟურნალისტზე თავდასხმა

უდუმაშვილი სანაიაზე თავდასხმაზე: ყველა მეთოდით ცდილობენ ოპოზიციური ხმის ჩახშობას

rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ჟურნალიტ ვახო სანაიაზე თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. უდუმაშვილის თქმით, მომდარი ემსახურება ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მიერ ოპოზიციური ხმის ჩახშობას.

"როცა ოპოზიციური არხის ცნობილ ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, დიდი ხანია, ვიცით და ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ზოგადად მედიის წინააღმდეგ, მათი მფლობელები, ხელმძღვანელები სასამართლოებში დადიან მუდმივად. ყველანაირი მეთოდით ცდილობს [ბიძინა ივანიშვილი], რომ ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით, ახლა უკვე ფიზიკურ ანგარიშწორებებზე გადავიდნენ". – ამბობს უდუმაშვილი.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი. 

რას ყვება ვახო სანაია თავდასხმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.
 

მომდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები