ვაქცინაცია

დეკანოიძე: Covax-ის პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველია

კოვაქსის პასუხი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ მთავრობამ ვერ/არ გაამზადა კონტრაქტები, დროულად არ იმოქმედა – არის განგაშის საფუძველი.

ყველა ქვეყანაში ამისთვის მთავრობა დაისჯებოდა და პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა გადადგომით. გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძის ტყუილებით გამოგვკვებეს. ეს არის დანაშაული.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე. კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.  ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები