ტინა ტერნერი

81 წლის ტინა ტერნერმა მუსიკალური კარიერა დაასრულა

New York Post

ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ტინა ტერნერმა მუსიკალური კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

81 წლის მომღერალი თაყვანისმცემლებს დოკუმენტური ფილმის, Tina-ს მეშვეობით დაემშვიდობა. 

"მსურს, ჩემი ცხოვრების მესამე და დასკვნით თავზე გადავიდე. ჩამოვშორდე საყოველთაო ყურადღებას". – ამბობს მომღერალი.

ტერნერმა ასევე აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელებაში ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს. მომღერალს გადატანილი აქვს ინსულტი, დამარცხებული ჰყავს ონკოლოგიური დაავადება. გარდა ამისა, პოსტრავმატული სტრესული აშლილობა სჭირს - წლების განმავლობაში მასზე ძალადობდა ყოფილი ქმარი, მუსიკოსი და პროდიუსერი აიკ ტერნერი.

8 გრემის მფლობელი მუსიკოსის შესახებ გადაღებული HBO-ს დოკუმენტური ფილმი მიმდინარე წლის 28 მარტს გამოვა.

კომენტარები