ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს მოლაპარაკება შეთანხმებით. დღეს არის მომდევნო ფაზა სამუშაო პროცესის, ალბათ, ხვალაც იქნება შეხვედრა ან კიდევ შემდგომი შეხვედრაც დაგვჭირდება. მოლაპარაკებები მიდის რთულად, ორივე მხარეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მოდერატორის ფუნქცია ეს არის, რომ შეაჯეროს ეს პოზიციები.
ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის პრიორიტეტული არის ის, რომ შეთანხმება გაფორმდეს ყველას შორის, ყველას მონაწილეობით და არა ვინმესთან ცალკე, ამიტომ მსჯელობა იმაზე, რომ ვინმე რამეს ცალკე იზამს და ასე იზამს, ამ ეტაპისთვის, აბსოლუტურად არასწორია.