პოლიტიკური კრიზისი

რიში სანქციების ფორმებზე: ჯერ დახმარების პირობითობა, შემდეგ შეწყვეტა

პირველი  [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც სამომავლოდ ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება ქართველი ხალხი მის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება...

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ სენატორმა ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

კომენტარები