პოზნერის ვიზიტი

ჩერგოლეიშვილი: ქვეყანაში შემოსვლა უნდა შეეზღუდოთ მათ, ვინც პუტინის პოლიტიკას ამართლებს

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ქვეყანაში შემოსვლა ეროვნების მიხედვით ავკრძალოთ.

თუმცა, მომხრე ვიქნები, მაგნიტსკის სიის მსგავსად, საქართველოში რომ ნორმალური, კოალიციური ხელისუფლება მოვა, გააკეთოს რუსეთის მოქალაქე, იმ საჯარო პირების სია, რომლებიც ამართლებენ პუტინის პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ და მათ შეეზღუდოთ ამ ქვეყანაში შემოსვლა.

ვინც საჯაროდ ამართლებს იმას, რომ ნახევარ მილიონამდე ქართველი საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, ის ჩვენს სახლში რატომ უნდა მივიღოთ?

რუსებისგან განსხვავებით, ეროვნების ნიშნით არავინ უნდა გავაძევოთ, მაგრამ საქციელი და განცხადებები კი უნდა გახდეს გაძევების მიზეზი.

მანამდე ეს სია შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ და წინასწარ იცოდეს იმ ხალხმა, რომ მათთვის არ არსებობს Грузинское гостеприимство! ორმხრივი გზაა ეს! ფაფუ.

პ.ს. ასე აქაურ ბიზნესსაც დავზოგავთ, სიაში ვინც იქნება, თუ მიიღებენ, კვერცხებიც არ გაუკვირდებათ.

წერს ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

ვლადიმირ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი ქვეყანაში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

კომენტარები