IRI-ის კვლევა

IRI: არჩევნებს სრულად/ნაწილობრივ არათავისუფლად, არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ 35% მიიჩნევს

არჩევნები 2020
ტაბულა

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ არათავისუფლად, არასამართლიანად და გაუმჭვირვალედ მოსახლეობის 35% მიიჩნევს. 

კითხვაზე, "გჯერათ, რომ 2020 წლის არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე", პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • სრულად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე – 25%
  • ნაწილობრივ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე – 28%
  • ნაწილობრივ არათავისუფალი, არასამართლიანი და გაუმჭვირვალე – 19%
  • სრულად არათავისუფალი, არასამართლიანი და გაუმჭვირვალე – 16%
  • არ ვიცი/არ მაქვს პასუხი – 12%

ამასთან, მოსახლეობის 42% სრულად არ უჭერს მხარს ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს, 18% ნაწილობრივ არ უჭერს, 15% სრულად უჭერს მხარს, 11% – ნაწილობრივ. 14%-მა არ იცის/არ აქვს პასუხი. 

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. ამდენივე სრულად ან ნაწილობრივ არ უჭერს მხარს. 10%-მა არ იცის/არ აქვს პასუხი. 

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ აღიარებს და ბოიკოტის ნიშნად, მე-10 მოწვევის პარლამეტში არ შედის. სხვა საკითხებთან ერთად, მათი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო კომისიის რეფორმის ფარგლებში. 

კომენტარები