რამან პრატასევიჩის დაკავება

ურსულა ფონ დერ ლეიენი ბელარუსზე: საერთაშორისო წესების დარღვევას შედეგები უნდა მოჰყვეს 

ურსულა ფონ დერ ლეიენი
ფოტო: ft.com

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი 23 მაისს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

"ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დასმა სრულად მიუღებელია. 

ყველა მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შეეძლოს მგზავრობის ვილნიუსის მიმართულებით გაგრძელება და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს.  

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესების ნებისმიერ დარღვევას უნდა მოჰყვეს შედეგები". 
 


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, რომ მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პრატასევიჩი დააკავეს.

 

კომენტარები