კევინ სპეისი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებიდან ოთხი წლის შემდეგ კევინ სპეისი ფილმში ითამაშებს

Deadline

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებიდან ოთხი წლის თავზე მსახიობი კევინ სპეისი პირველ კინოროლს შეასრულებს.

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი მთავარ როლს ფრანკო ნეროს მომავალ დეტექტივში შეასრულებს. სიუჟეტის ცენტრში გამომძიებელია, რომელიც პედოფილიაში უსამართლოდ დადანაშაულებული ადამიანის საქმეს იძიებს. სურათში ერთ-ერთ როლს ნეროს ცოლი ვანესა რედგრეივი შეასრულებს.

"ბედნიერი ვარ, რომ კევინი ჩემს ფილმში თამაშს დათანხმდა. მიმაჩნია, რომ დიდებული მსახიობია და ერთი სული მაქვს, სურათის გადაღებას შევუდგე". – ამბობს ნერო.

2017 წელს ოცამდე ადამიანმა კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში ანონიმურად დაადანაშაულა. სასამართლომ დავა საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, მიმდინარე წლის მაისში შეწყვიტა.

ბრალდებების შემდეგ სპეისი სერიალიდან House of Cards დაითხოვეს. ასევე ამოჭრეს დასრულებული ფილმიდან All The Money In The World, მის როლი კრისტოფერ პლამერმა ხელახლა შეასრულა და გაქირავებაში პლამერიანი ვერსია გამოვიდა, პერფორმანსისთვის შეცვლაზე მოსული მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული. 

კომენტარები