პრაიდის კვირეული

კახიძე: ოცნება არის ბოროტება და მთავარი დაბრკოლება თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე

ეს ყველაფერი იმიტომ არ ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას ძალადობა სურს ან პუტინისტებს უჭერს მხარს. სინამდვილეში, ხელისუფლება მართავს ქვეყანას ასე - სიძულვილით, ზიზღით, ძალადობის წახალისებით, უკვე წლებია. ღარიბაშვილის და კობახიძის განცხადებებიც არახალია.

და თან ცინიკურად ამბობენ, რომ მათთვის "მთავარია ადამიანი".

ქართული ოცნება არის ბოროტება და მთავარი დაბრკოლება საქართველოს თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ და მეგობარმა.

წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები