რატომ უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას სასულიერო პირები?
იმიტომ, რომ პოპულიზმით აღტყინებაში არავინ დაფიქრდა სერიოზულად მოსალოდნელ შედეგებსა და საფრთხეებზე, 2013 წლის გამოცდილების ფონზე;
იმიტომ, რომ ჩვენი კოლეგები გამოდიოდნენ ძალადობის მოწოდებებით;
იმიტომ, რომ თითოეული "მაგრამ", ასე ხშირად წარმოთქმული მაღალი თუ დაბალი იერარქების მიერ, ძალადობის გამართლება არის;
იმიტომ, რომ არ გაგვიმართავს აქციები და ლოცვითი მსვლელობები იმ სოდომიის წინააღმდეგ, რომელსაც ძალადობა და მკვლელობა ჰქვია;
იმიტომ, რომ ძალიან ცოტას ჰყოფნის სულიერი სიმწიფე და კიდევ უფრო ცოტას გამბედაობა, რომ იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა...