Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე მთავარი როლის შემსრულებელი, ბობ ოდენკირგი წაიქცა. მსახიობი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის ამ დრომდე რჩება და მკურნალობას გადის.
ოდენკირკი ნიუ-მექსიკოში, Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფი სერიალის დასკვნით სეზონზე მუშაობს, რომელიც 2022 წელს გამოვა.
Better Call Saul საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის გაგრძელებაა, რომელშიც წინა პლანზე ორიგინალი სერიალის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სოლ გუდმანია წამოწეული, ვის როლსაც ოდენკირკი ასრულებს. გუდმანის პერსონაჟმა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა და ემის რამდენიმე ნომინაცია მოუტანა.