აგვისტოს ომი

უდუმაშვილი: ბრძოლა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება

ეს არის უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში და ჩვენ აქ ტრადიციულად ყოველ წელს ამოვდივართ, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი სამშობლო. ეს ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტყვიებისა და ჭურვების ხმა არ ისმის, ეს ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე იქნება. 

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივს მისაგებად მივიდნენ.  აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. 

კომენტარები