ჩვენთვის ცოტათი მოულოდნელი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ. ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი დონის, სიღარიბისა და COVID-19-ის გავლენის მიუხედავად. მე დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს.
ეს დახმარება მიბმული იყო მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე. ეს გასულ წელს ნათელი იყო - როდესაც ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ პაკეტი განიხილეს. გავიმეორებ, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გაგრძელდება - ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე განხორციელდა. გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს - მიუხედავად იმისა, მიბმულია თუ არა 75 მილიონზე. აშშ-ის კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ