მედიის ინფორმაციით, გამთენიისას ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სოფლებში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც, ერთდროულად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ერთერთი ფაქტი რუსთავი ორმა გადაიღო.
"დაახლოებით იყო გათენების ხანი, ალბათ 5 საათი, ზუსტად არ მახსოვს. თქვეს, რომ პოლიციაა, ჩატარდა ჩხრეკა. ედავებიან ქურდული სამყაროს ტრადიციებთან ურთიერთობას. გვითხრეს, რომ კანონის თანახმად უნდა გაჩხრიკონ, გაჩხრიკეს ჩვეულებრივად და დააკავეს," - ამბობს რუსთავი ორთან საუბარში დაკავებულის ცოლი.
ამ წუთებში კი სპეცოპერაცია მიმდინარეობს ხაშურშიც.
სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ავრცელებს.