სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციულ ნაწილში ქართულმა ოცნებამ ხმების 46.6% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 31.1%, ხოლო საქართველოსთვის 7.7%.
შედეგები მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალურ და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).
- ლელო – 2.6%, ცდომილების ხარისხი +/- 0.20%
- ევროპული საქართველო – 1.8%, ცდომილების ხარისხი +/- 0.27%
- დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1.5%, ცდომილების ხარისხი +/- 0.12%
- მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 1.4%, ცდომილების ხარისხი +/- 0.21%
-
გირჩი – მეტი თავისუფლება – 1.4%; ცდომილების ხარისხი +/- 0.17%
-
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.3%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%
-
გირჩი – 1.0%, ცდომილების ხარისხი +/- 0.10%
რაც შეეხება თბილისში პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარებულ არჩევნებს, თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება 39.7%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 28.3%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის 8.8% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის ნინო დოლიძის თქმით, მერის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021