ბრიტანეთი საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. წითელი სიიდან ამოიღებს. ცვლილებები 11 ოქტომბრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
"საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ შემდეგი პირობებით:
- გამგზავრებამდე:
- ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
- ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
- ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმის (locator form) შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.
- ჩასვლის შემდგომ:
- 10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ ადგილას;
- თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს PCR ტესტის გაკეთება.
ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში სრულად აცრილი პირები (ვაქცინის ორივე დოზა) გამგზავრებამდე ტესტირებისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მე-2 დღეს უნდა გაიკეთონ PCR ტესტი". - წერია საელჩოს განცხადებაში.
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში 8 აგვისტოს შეიყვანა, რაც ნიშნავდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრებას ვეღარ შეძლებდნენ.