ბათუმი

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა

შსს

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება. 

ამ დროისთვის კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფრომაციით, ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები