ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსპარტიულია. მან ენმ-ს, ევროპული საქართველოს, გირჩი - მეტი თავისუფლების, დროას, ლელოსა და ერთიანი საქართველოს წევრები წარადგინა.
სია ასე გამოიყურება:
- სოფო ჯაფარიძე - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის ხელმძღვანელი
- მედეა მეტრეველი - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი
- გიორგი ნონიაშვილი - ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი
- მამუკა აჩბა - შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
- დიმიტრი ბიძინაშვილი - მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი
- გიგა ლემონჯავა - იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
- დავით ლაგვილავა - მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- ვასო ურუშაძე - ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
- ნიკა ვაჩეიშვილი - თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
- ბესო გაზდელიანი - თბილსერვისის ხელმძღვანელი
- თენგიზ გიორგაძე - გლდანის გამგებელი
- ლერი დემეტრაშვილი - ნაძალადევის გამგებელი
- დავით ნაფეტვარიძე - დიდუბის გამგებელი
- კახა ჟღენტი - ჩუღურეთის გამგებელი
- საბა ბუაძე - ვაკის გამგებელი
- ოთარ თავართქილაძე - საბურთალოს გამგებელი
- ლანა გალდავა - ისნის გამგებელი
- გულიკო ზუმბაძე - სამგორის გამგებელი
- რომეო ფარულავა - კრწანისის გამგებელი
- თამაზ დათუნაშვილი - მთაწმინდის გამგებელი
- ანა ბიბილაშვილი - არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი
მელიას გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. მოადგილედ დასახელდა ასევე ირაკლი აბესაძე.
ამ დრომდე თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად ცოტნე კობერიძე იყო წარდგენილი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების მეორე ტურში თავადაც აქტიურად ჩაერთონ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.