ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში მართავს 4 დიდ მიმართულებას, რომელშიც შედის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დასაქმება, დევნილთა განსახლება. ძალიან რთულია, მოვითხოვოთ რომელიმე მიმართულებით და ოთხივე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრისგან.
ამ შემთხვევაში, მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარჩვევები და ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, მსგავსი უნარჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს, ამდენად, მოლოდინი არის მხოლოდ პოზიტიური.