ნათია თურნავას მალე ვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, თუმცა, ახლა, რა თქმა უნდა, წინასწარ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, თვითონ იტყვის, როცა საჭირო იქნება. ნათია თურნავას სახელს უკავშირდება... მთელ გუნდს, მაგრამ მისი წვლილი ძალიან დიდია წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაშიც და, რა თქმა უნდა, იმ უამრავ პროგრამაში, რომელიც განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით. მარტო მის პერიოდში სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებში 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მარტო მისი ხელმძღვანელობის დროს 90 000-ზე მეტმა ახალმა აბონენტმა მიიღო გაზი საქართველოში. გაზიფიცირებით საქართველო ამ ბოლო პერიოდში გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპაში.
tbl.ge/5us8
დაკოპირდა
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა იმედი LIVE-ის ეთერში ისაუბრა. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრით, ლევან დავითაშვილით ჩაანაცვლეს.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ