ზურაბ ადეიშვილი

უკრაინაში ადეიშვილზე თავდასხმის გამო 1 ადამიანი დააკავეს – თანამზრახველთა ძებნა გრძელდება

ზურაბ ადეიშვილი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველსა და საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრზე თავდასხმის გამო უკრაინაში 1 ადამიანი დააკავეს, მისი თანამზრახველების ძებნა კი გრძელდება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია უცხოეთის მოქალაქე, 34 წლის კაცი. უწყების განცხადების მიხედვით, ის ხულიგნობის, სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლით არის დაკავებული. 

ადეიშვილს თავს 7 თებერვალს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, მას უცნობმა პირებმა ქუჩაში სცემეს, რაც საქართველოში მის საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თავდასხმის შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

ზურაბ ადეიშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას 2008-2012 წლებში იკავებდა.

2021 წელს ზურაბ ადეიშვილს ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კომენტარები