ლარის კურსი

ლარი დოლართან თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა, დოლარი ისევ 3 ლარზე მეტი ღირს

15 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0276 ლარია, ევროსი კი – 3.4348 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით  5.89 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 7.54 თეთრით.

ბოლო პერიოდში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, დოლარის ღირებულება წელიწადნახევრიანი გაუფასურების შემდეგ სამ ლარს პირველად ჩამოსცდა. თუმცა, რამდენიმეკვირიან გამყარებას თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

კომენტარები