რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში სამედიცინო დახმარების გასაწევად 500-ზე მეტი უცხოელი ექიმი ჩავა

უკრაინაში სამედიცინო დახმარების გასაწევად 500-ზე მეტი უცხოელი ექიმი ჩავა. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 500-ზე მეტმა უცხოელმა სამედიცინო მუშაკმა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული სპეციალური ფორმა უკვე შეავსო.

მათივე ცნობით, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ინდოეთიდან, იორდანიიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან უკრაინაში ადგილობრივი ექიმების დასახმარებლად უახლოეს დღეებში ჩავლენ.

სარეგისტრაციო ფორმა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვედზე ახლაც ხელმისაწვდომია და მსურველებს მისი შევსება კვლავ შეუძლიათ.

კომენტარები