თუ მართლა აქვს სურვილი ქართულ ოცნებას, დაეხმაროს ქვეყნის სწრაფ ინტეგრირებას ევროკავშირში, შეუერთდეს იმ დოკუმენტს, საიდანაც გამოვიდა - შარლ მიშელის დოკუმენტში ის რეფორმებია გაწერილი, რომლის განხორციელების გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენი რეალური ინტეგრაცია ევროკავშირში.
შარლ მიშელის შეთანმება
ჯაფარიძე: ოცნება შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, თუ მართლა სურს სწრაფი ინტეგრირება EU-ში
tbl.ge/5wmp
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ. 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა - პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ შეთანხმებამ "თავი ამოწურა".