რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას $13.6 მილიარდით ეხმარება – ბაიდენმა კანონს ხელი უკვე მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $13.6 მილიარდის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. მანამდე დახმარების პაკეტის შესახებ ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

პაკეტიდან სამხედრო დახმარების სახით $6.5 მილიარდს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გადაეცემა, რათა რეგიონში ჯარების განლაგება და  უკრაინის თავდაცვითი აღჭურვილობით მომარაგება უზრუნველყოს.

ჰუმანიტარული დახმარება: $4 მილიარდზე მეტი უკრაინიდან გაქცეული ლტოლვილებისა და ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად დაიხარჯება. პაკეტი უზრუნველყოფს სასწრაფო ჯანდაცვით და სასურსათო დახმარებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ეკონომიკური დახმარება: პაკეტში გათვალისწინებულია თითქმის $1.8 მილიარდი უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტისთვის. 

გადაწყვეტილების თანახმად, $25 მილიონი საინფორმაციო გადაცემებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოიყო, ხოლო $120 მილიონით უკრაინელი აქტივისტებსა და ჟურნალისტების მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები