ცის კონტროლი არის ის, რაც [უკრაინას] აკლია, ეს დიდი უპირატესობაა, რომელიც რუსებს აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ შევაფასებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ სისტემებს, რომლებიც ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს გვაქვს, და მტკიცედ გადავწყვეტთ დავეხმაროთ უკრაინელებს, გააკონტროლონ თავისი ცა, ბრძოლის მიმდინარეობას კიდევ უფრო შემოვაბრუნებთ. ბაიდენის ადმინისტრაცია ღელავს, რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა, თუ ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ. რუსეთი უფრო მეტად უნდა ღელავდნენ იმაზე, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინისთვის. ჩვენ არ გვექნება ბირთვული დაპირისპირება ამ საკითხზე. ეს არის პუტინის ბლეფი. თუ უფლებას მივცემთ, ბირთვული დაპირისპირებით დაგვემუქროს ყოველ ჯერზე, როცა უთანხმოება გვაქვს, მაშინ ის ფლობს სამყაროს. დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ის მკვლელია, მაგრამ სუიციდური არ არის. კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი, განსაკუთრებით გენერალური შტაბი, პუტინის დასახმარებლად მასობრივ თვითმკვლელობას არ ჩაიდენს, იმიტომ რომ არავის სურს ბირთვული დაპირისპირება.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ლინდსი გრემი: რუსეთთან ბირთვული დაპირისპირება არ გვექნება, ეს პუტინის ბლეფია
tbl.ge/5wz5
დაკოპირდა
თქვა ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა პრესკონფერენციაზე.
ამავე თემაზე
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს