ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის მხოლოდ ამ ქვეყნით არ შემოიფარგლება. იქნება თუ არა შემდეგი სამიზნე საქართველო? ეს რთული შეკითხვაა. იმედი მაქვს, რომ არა. თუმცა, ჩვენ პირველები ვიყავით და ვიმედოვნებ, რომ იგივე აღარ განმეორდება. საქართველო უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და წართმეულ ტერიტორიებზე მათი ორი სამხედრო ბაზა გვაქვს. მაგრამ, არავინ იცის, თუ როგორი იქნება რუსეთის შემდეგი ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ჩვენი დაახლოება ნატოსთან და ევროკავშირთან.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ზურაბიშვილი: იქნება თუ არა საქართველო რუსეთის შემდეგი სამიზნე? იმედი მაქვს, არა
tbl.ge/5xd9
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში.
ამავე თემაზე
- სლოვაკებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად 4 მილიონი ევრო შეაგროვეს
- უკრაინა: 7 რეგიონში ოკუპანტების 29 დრონიდან 28 ჩამოვაგდეთ
- Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი