ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. "ეს მართლაც გენოციდია. მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია". - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ კადრებს.
უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს.
კიევის ოლქში ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.
მამაკაცის ცხედარი კიბეზე, 2022 წლის 3 აპრილი
განადგურებული რუსული ტანკები ბუჩაში, 2022 წლის 3 აპრილი
ბუჩაზე გადაღებული სატელიტური სურათები აჩვენებს ეკლესიის გვერდით მასობრივ სასაფლაოს
მამაკაცის უსიცოცხლო სხეული, რომელსაც უკან ხელები აქვს მიბმული ბუჩა, უკრაინა, 2022 წლის 3 აპრილი
ხალხი იკრიბება მასობრივ საფლავთან ქალაქ ბუჩაში, 2022 წლის 3 აპრილი
მასობრივი საფლავი ბუჩაში, 2022 წლის 3 აპრილი
ბავშვი და მამაკაცი ველოსიპედით პოულობენ გარდაცვლილის
უკრაინელ მოხალისეებს გადააქვთ სამოქალაქო პირის ცხედარი
ბიჭი უყურებს ტანკებს ბუჩაში
მოხალისეებმა იპოვეს დაღუპული ჯარისკაცი
დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, 2022 წლის პირველი აპრილი
ბუჩის გათავისუფლების შემდეგ სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები და ვიდეობი გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის შეფასებით, რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დასავლეთის ლიდერების მხრიდან გამოხატული დამოკიდებულებების ფონზე, ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.