რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა უკრაინის 6 რეგიონში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰერო იერიში მიიტანა. ჯამში, უკრაინის საჰაერო ძალებმა 55 გასროლილი რაკეტიდან 39, ხოლო 21 დრონიდან 20 ჩამოაგდო. 

ოკუპანტებმა იერიში კიევის ოლქზე მიიტანეს, რომლის დაბომბვისთვის ფრთოსანი რაკეტები და სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენეს. საჰაერო თავდასხმის განგაში ქალაქში სამი საათზე მეტხანს გაგრძელდა. არსებული წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით მოხდა კიევის დედაქალაქის თავზე ყველა რაკეტის განადგურება და მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა. 

ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს ელექტროენერგიის გენერირებისა და გადაცემის დაწესებულებები პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკივსკისა და ვინიციის რეგიონებში.

ოკუპანტებმა ასევე სამ თერმულ ელექტროსადგურს დაარტყეს და დააზიანეს დაწესებულებებში არსებული მოწყობილობები. 

კომენტარები