საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 854 ტესტი და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73%.
ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 11, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე, 3 239 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 230, აჭარაში - 24, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში - 63, აჭარაში - 16, იმერეთში - 8. 2 827 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 651 470 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 1 631 434 პაციენტი და გარდაიცვალა 16 771.