დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული ანალიზი გააკეთა მეოთხე დოზასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ მალე შედგება იმუნიზაციის საბჭო. იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია, ვის, როგორ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეოთხე დოზა, ანუ მეორე ბუსტერი. ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გავაჟღერებთ.