საფრანგეთის პოლიციამ აღდგომის კვირას პარიზის ცენტრში მდებარე პატარა რუსულ ტაძარში ხანძრის გამომწვევ მიზეზების შესახებ გამოძიება დაიწყო.
17 აპრილს პარიზის მეთხუთმეტე ოლქის, სენ-სერაფინ-დე-საროვში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 60-მდე მეხანძრე გაიგზავნა. პარიზის სახანძრო სამსახურის ცნობით, ზარალი დიდი იყო, თუმცა ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"ანტიმინები (საკურთხევლის ქსოვილი) და ეპიტაფიოსი (ქრისტეს ცხედრის გამოსახულება) ხელუხლებელია. დანარჩენი თითქმის ყველაფერი დაიწვა". - აღნიშნა პოლიციამ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საფრანგეთში რუსეთთან დაკავშირებული შენობებზე, მათ შორის პარიზის რუსეთის ხელოვნების მუზეუმზე, ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.