რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

Alamy Stock Photo

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები რუსეთის ეკლესიის მეთაურის უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო დაწესდა.

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების "ძალდატანებით გადაყვანისა და გაშვილებისთვის"

"ჩვენ მიზანში ამოვიღებთ ყველას, ვინც პუტინის ომს უკრაინაში უჭერს მხარს, რომელმაც უკრაინაში ენითაღუწერელი ტანჯვა გამოიწვია. მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება"- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა. 

2 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს რუსეთზე დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ამოიღეს.

კომენტარები