გარწმუნებთ, რომ ჩვენ მართლაც მაქსიმუმი გავაკეთეთ, პირადად მე. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, მე ვესაუბრე ძალიან ბევრი, მათ შორის სკეპტიკოსი ქვეყნების ლიდერებს, პრემიერმინისტრებს, პრეზიდენტებს. მქონდა ზარებიც და ფიზიკური შეხვედრებიც და რაც მთავარია, მქონდა ძალიან ბევრი, მათ შორის ფიზიკური შეხვედრები ბრიუსელში და სიტუაციას ვფლობდით თავიდან ბოლომდე, ძალიან კარგად ვიცოდი, რა ხდებოდა, რა განწყობები იყო და ა.შ. მე შემთხვევით და აქ იმისთვის არ გავაკეთე განმარტებები, რომ თავი ვიმართლო. ჩვენ ხალხს სიმართლეს ველაპარაკებით. ის, რაც მოვყევი ახლა, მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის ახლა სტატუსი, ერთ-ერთ მონაწილეები არიან ესენი, ერთ-ერთი მონაწილეები არიან ამ პროცესში, ამ მავნებლურ საქმიანობაში ესენი, ევროპის სახალხო პარტიას, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირდაპირ, ღიად ვადებ ხელს, დიახაც, მე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ისინი ითხოვდნენ დაჟინებით, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ესაა ფაქტი, რაც მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან და არა თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან.
საქართველო-ევროკავშირი
პრემიერი: უკრაინის ხელისუფლებას, EPP-ის პირდაპირ ვადებ ხელს, ითხოვდნენ, არ მოეცათ სტატუსი
tbl.ge/61xe
დაკოპირდა
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.
ამავე თემაზე
- მიშელი: სრულად ვუჭერთ მხარს ქართველების სურვილს თავისუფალი საზოგადოების შესახებ
- ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
- წულუკიანი: ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ ვიქნებით კვლავ ქართველები, კვლავ ქრისტიანები
- იან კელი: კობახიძეს შეცდომით ჰგონია, რომ EU-სკენ გზა ბუდაპეშტზე გადის
- ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის შესწორებებში ივანიშვილის სანქცირებაც ნახსენებია