ქართული ოცნების ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელა.
პარტიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, სხდომას ესწრებოდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავაც.
პოლიტიკური საბჭოს სხდომა 14:00 საათზე დაიწყო - მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი 17:00 საათზეა ჩანიშნული.