თავი რომ დავანებოთ, რომ მიშა ყაველაშვილი ქართული ოცნების გუნდის წევრია წლების განმავლობაში და ასე შემდეგ, არის პარლამენტარი, ხალხის მიერ არჩეული და ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა, არამარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი. როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ, თან არგუმენტებით - აი, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ასე შემდეგ, მართლა გაუგონარ რაღაცებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, გაუონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა, ბუნებრივია, გაკრიტიკება.
tbl.ge/62kx
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, POSTV-ის ეთერში ამერიკის ელჩის შეფასებას მიხეილ ყაველაშვილის წერილზე, რომ ის "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".
ამავე თემაზე
- ო'ბრაიენი ივანიშვილზე: გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელია
- სანქციებისა და ურთიერთობის გადაფასების საფრთხე – 29 კონგრესმენის წერილი კობახიძეს
- კობახიძე აშშ-ზე: საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად
- რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს
- სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი კობახიძეს "ამჟამინდელი ტრაექტორიით" შეშფოთებაზე ესაუბრა