სტრიმინგის სერვისმა Netflix გილერმო დელ ტოროს ახალი ანიმაციური ფილმის, პინოქიოს ტრეილერი გამოაქვეყნა.
ოსკაროსანი რეჟისორის ახალი ანიმაცია კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის გადააზრებაა. ფილმის მოქმედება ფაშისტური იტალიის 30-იან წლებშია გადმოტანილი.
ანიმაციაში პერსონაჟებს ქეით ბლანშეტი, ტილდა სუინტონი, იუენ მაკგრეგორი, კრისტოფ ვალცი და ფინ ვულფარდი ახმოვანებენ.
გილერმო დელ ტოროს პინოქიო Netflix-ზე მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.