სავალუტო აუქციონი

სებ-მა ლარის კურსის გასამყარებლად $40 მლნ გაიტანა, გაიყიდა $32.3 მილიონი

2022 წლის 31 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.

რამდენიმეთვიანი გამყარების შემდეგ, ბოლო დღეებში ლარი დოლართან და ევროსთან 20-20 თეთრით გაუფასურდა.  

31 აგვისტოს მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9045 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9126 ლარი. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.96 ლარია, ერთი ევროსი - 2.975 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.925 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.93 ლარად.

კომენტარები