სავალუტო აუქციონი

ლარის გაუფასურების ფონზე სებ-მა სავალუტო აუქციონზე $40 მლნ გაიტანა, გაიყიდა $17 მლნ

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330  შეადგინა.

10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ ლარი დოლართან 15.66 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 8.48 თეთრით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.

კომენტარები