საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ხილვა ქართული დემოკრატიისთვის დადებითი იქნება.
ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- სრულად ეთანხმება - 48%
- ნაწილობრივ ეთანხმება - 26%
- ნაწილობრივ არ ეთანხმება - 9%
- სრულად არ ეთანხმება - 12%
- არ იცის/არ უპასუხია - 5%
რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.