ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო თანამშრომლობა, კოორდინაცია და ძალიან მჭიდრო კავშირი ყველა კუთვნილ ოპოზიციურ პარტიასთან და ბევრ შემთხვევაში, ამის ინიციატორებიც ვიყავით. რაც შეეხება ამ სამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას - მე მივესალმები და ვისურვებდი, რომ პირველ რიგში, ეს 3 ძალა თავად გაერთიანდეს და ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდეს. ეს ძლიერი განაცხადი იქნებოდა. მეორე, რაც შეეხება სხვა პარტიებთან გაერთიანების ინიციატივას - აქ ვისურვებდი, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მომზადებული ყოფილიყო. მე ამას იდეას ვერ დავარქმევ. ჩვენ მეორე მხრიდან იდეას ვერ ვხედავთ, საიდანაც მოდის ინიციატივა. ეს არის უბრალოდ პროცესი, სადაც ბევრი ნაკლოვანება დაფიქსირდა და სხვათა შორის, პირველი ნაკლოვანება არის ის, რომ ამ გაერთიანების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ტელეეთერებიდან არ უნდა გაეგოთ. მათ ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. უბრალოდ, ასეთ დროს, გაუგებრობისთვის მეტი სივრცე ჩნდება.
3 პარტიის გაერთიანება
მელია ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ერთ პარტიად რომ ჩამოყალიბდნენ, ძლიერი განაცხადი იქნება
tbl.ge/66iz
დაკოპირდა
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში. სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობანიკა მელიაოპოზიციური ერთობაოპოზიციური ერთიანობა3 პარტიის გაერთიანებაგირჩი-მეტი თავისუფლებადროასტრატეგია აღმაშენებელიელენე ხოშტარიაგიორგი ვაშაძეზურაბ ჯაფარიძე
ამავე თემაზე
- მათიკაშვილი 3 პარტიის ერთობაზე: ნულს პლუს ნული არის ნული
- ჯაფარიძე: სამუშაოა, საბოლოო ჯამში, ყველა ერთობამდე მივალთ, სხვა ფორმულას ვერავინ დადებს
- ხაბეიშვილი 3 პარტიაზე: არა მარტო ისინი, ყველა პროევროპული პარტია უნდა გაერთიანდეს
- ერთადერთი გზა პროდასავლური მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაა – 3 პარტია
- ჯაფარიძე, ხოშტარია და ვაშაძე IRI-ის კვლევაზე ერთობლივ განცხადებას აკეთებენ