აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მამამთილმა რძალი მოკლა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.