რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სამხედრო ნაგებობის შენებისას ძველრომაული დასახლების ნაშთები იპოვეს

Ukrainian Border Guard

უკრაინელმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მდინარე დნეპრის სანაპიროზე სამხედრო ნაგებობებს აშენებდნენ, ძველი რომაული დასახლების ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამფორებისა და ქოთნების ნაწილები დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

"სამხედროებმა აღმოჩენის შესახებ ადგილობრივ არქეოლოგებს აცნობეს და ადგილზე საინჟინრო სამუშაოები შეწყვიტეს, რათა ძვირფასი ისტორიული ნივთები შეენარჩუნებინათ". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ადგილზე არქეოლოგიური ექსპედიცია უკრაინის "გამარჯვების" შემდეგ დაიწყება..

კომენტარები