გერმანია

გერმანიაში სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ირანელი მამაკაცი დააკავეს

გერმანიაში 32 წლის ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისლამისტური მოტივით სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

BBC-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. ნივთიერებები პოლიციამ ეჭვმიტანილის რეზიდენციის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინა. 

კიდევ ერთი პირი, რომელიც გერმანიის პროკურატურის თქმით ეჭვმიტანილის ძმაა, ასევე დააკავეს. 

გერმანული მედიის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება. პირს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ბოლო წლებში გერმანია არაერთი ისლამისტური თავდასხმის სამიზნე გახდა. 2016 წელს ბერლინის საშობაო მარკეტზე სატვირთო მანქანის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 

კომენტარები