უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენს, ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები თურქეთის დედაქალაქ ანაკარაში შედგა. შესაბამის ინფორმაციას ლუბინეცი Facebook-ზე ავრცელებს.
"შეხვედრა წარსულში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში შედგა. განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი". - წერს ლუბინეცი.
უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, მხარეებმა კონკრეტული წინადადებები გაცვალეს და ის აგრძელებს თითოეული უკრაინელის დასახმარებლად მუშაობას.