ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ასპარეზობას მეორე რაუნდში გამოეთიშა.
ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი ამერიკელმა მაკენზი მაკდონალდმა დაამარცხა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 65-ე ადგილს იკავებს. ნადალმა მიყოლებით სამი სეტი წააგო.
რაფაელ ნადალი ATP-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ლეგენდარულ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 22 დიდი სლემი აქვს მოგებული. აქედან უკანასკნელი ორი ტიტული ნადალმა 2022 წელს French Open და Australian Open-ზე გამარჯვებით მოიპოვა.
პირველ რაუნდში ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. წყვილთა თანრიგში თამაშს აგრძელებს ოქსანა კალაშნიკოვა.
ნადალის გამოვარდნის შემდეგ მიმდინარე Australian Open-ის ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი ნოვაკ ჯოკოვიჩია.