NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ? ყოველი მესამე მოქალაქე ეკონომიკურ მიზეზს პასუხობს.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს შემდეგი მიზეზების გამო:
- სიღარიბე - 39%
- ინფლაცია, მაღალი ფასები - 35%
- უმუშევრობა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა - 34%
- კრიმინალი - 33%
- პოლიტიკური არასტაბილურობა - 21%
- მაღალი ფასები წამლებზე - 10%
- ძალადობის შემთხვევები - 10%
- ცუდი ჯანდაცვა - 7%
- განათლების დაბალი დონე - 6%
- ტერიტორიული მთლიანობა - 6%
- ომი უკრაინაში - 5%
- უცხოელების მიგრაცია/ჩამოსვლა საქართველოში - 4%
- რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ - 4%
- ქართველების ემიგრაცია/წასვლა უცხოეთში - 4%
- სხვა - 14%
- არ ვიცი - 1%
NDI-ს კვლევის მიხედვით, უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. ოპტიმისტურად 44%-ია განწყობილი, 37% - ნეიტრალურად, 17% არ არის ოპტიმისტურად განწყობილი.
მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს.
NDI-ის გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა და 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ია. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.