გიგი უგულავა

უგულავა ენმ-ზე: მირჩევნია, ჩემი პირადი ძალისხმევა სწორედ ჭრილობების შეხორცებას მოვახმარო

თქვენ იცით, რომ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] წინასაარჩევნო კამპანიაში მე არცერთი კანდიდატის სასარგებლოდ არ ჩავრთულვარ. სწორედ იმიტომ, რომ მირჩევნია, ჩემი რეპუტაცია იქნება თუ პირადი ძალისხმევა, სწორედ ამ ჭრილობების შეხორცებას მოვახმარო. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობების ფარგლებში. მიმაჩნია, რომ დღეს ცალკე გრავიტაციის ცენტრს ვერავინ შექმნის. 

თქვა გიგი უგულავამ, რომელიც 5 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე იმყოფებოდა. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ასევე, აირჩიეს გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები.

კომენტარები